საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების მორიგი წარმატება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება

 

მიმდინარე წლის სტუდენტური გრანტების მეორე  ეტაპზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის აღმოჩნდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტების პროექტი თემაზე: ,,ახალგაზრდების ,,მტირალას მთის“ ტურიზმით მიმზიდველობის საიდუმლოება.“  აღნიშნული პროექტი მოამზადეს სტუდენტებმა: ანა აბესაძემ (ხელმძღვანელი), იანა არაქელიანმა, ნინო გოგიაშვილმა, სესილი ხაზარაძემ, გიორგი ფარმანიანმა, ლუკა წივილაშვილმა, ბექა როსებიშვილმა და გიორგი დუგლაძემ.

        პროექტის განხორციელება დაიწყო 1 ივლისს და დასრულდა 30 სექტემბერს.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მათი ხედვა ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, მით უფრო,  რომ საკითხი ეხება სწორედ ახალგაზრდების განწყობის შესწავლას მათთვის მიმზიდველი ლოკაციის შესახებ. ახალგაზრდების მტირალა მთის ტურიზმით დაინტერესება ბოლო წლების ტენდენციად იქცა და ეს დადასტურდა  კიდეც ახალგაზრდების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით.

         პროექტის განხორციელების პროცესში სტუდენტებს გარკვეულ კონსულტაციებს უწევდნენ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე.

         პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მოამზადეს სარეკლამო ბუკლეტი და ვიდეო რგოლი, სადაც ასახულია მტირალას ეროვნული პარკის სერვისებით ახალგაზრდების დაინტერესების საიდუმლოებები და კვლევის შედეგების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია ძირითადი ტენდენციები. ელექტრონული ფორმით მომზადდა აგრეთვე პროექტის კვლევის შედეგები და სტატიები სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

 

ყოველივე ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა მომზადება მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

ვიდეო რგოლის სანახავად  გადადით ლინკზე:

https://www.youtube.com/watch?v=fFIR3sVW-aw

თარიღი: 06/10/2021